„ქართველი მათემატიკოსები“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
04-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა შემეცნებით პროექტებსა თუ კონფერენციაში. 

ამჯერად, მოსწავლეები კერძო სკოლა „ცოდნას“ ესტუმრნენ და საინტერესო  კონფერენციაში - „ქართველი მათემატიკოსები“, მონაწილეობდნენ. 

კონფერენცია 27 ნოემბერს გაიმართა და მასში 4 სკოლა მონაწილეობდა, ესენია: 

  • გორელივკის N3 საჯარო სკოლა;
  • კერძო  სკოლა „ცოდნა“;
  • სპასოვკის N1 საჯარო სკოლა;
  • თბილისის N126 საჯარო სკოლა.

კონფერენციაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსების ცხოვრებისა და წარმატების შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდნენ: გორელივკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე და ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგი ირა გოგილაშვილი, თბილისის N126 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ვაჟა გიორგაძე, თბილისის, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე.

შეხვედრა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და პროდუქტიული აღმოჩნდა.

გორელივკის N3 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებსა და მასპინძელ სკოლას საუკეთესო დახვედრისთვის

 „დიდი მადლობა პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეს - ირა გოგილაშვილს, სკოლა „ცოდნის“ დირექტორს- ნაზი ნადირაძესა და  მათემატიკის მასწავლებელს თამარ გოზალიშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203