
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო აქტივობები იგეგმება.
ამჯერად, საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში, ბილინგვური სწავლების სპეციალისტის - ნორა შირინიანისა და საგნის მასწავლებლის-რაისა ზალალიანის ხელმძღვანელოებით, მე-4 კლასელები სოფელ სათხის ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
ბავშვებმა მუზეუმში საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: