
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარისა და გომაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში, თბილისში, ტექნოპარკს ესტუმრნენ.
ღონისძიება, მათემატიკის კათედრის პედაგოგებმა: ლია გიგოლაშვილმა, მაკა მერაბიშვილმა, მარინე ზაზაშვილმა და გომაროს საჯარო სკოლის ფიზიკა - მათემატიკის პედაგოგმა - მაკა მერაბიშვილმა, თანამშრომლობითი სწავლების მიზნით, VIII და X-კლასებში დაგეგმეს.
პედაგოგებს კარგად ესმით, რომ 21-ე საუკუნეში რობოტექნიკის საფუძვლიანი შესწავლა ნიშნავს რეალური სამყაროსა და კარიერაზე დაფუძნებული უნარების შეძენას.
ეს ღონისძიება კი სამომავლოდ დაეხმარება ორივე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.
იხილეთ ფოტოები: