„შემოდგომის დღესასწაული“ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში
01-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში „შემოდგომის დღესასწაული“ ჩატარდა.

გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს, თუ რაოდენ უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

მოსწავლეებმა გამოფინეს მათივე შექმნილი თემატური ნახატები, წაიკითხეს ლექსები, წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ ცვლილებებზე ისაუბრეს და ამ უმშვენიერეს პერიოდს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიებას საზეიმო-გასართობთან ერთად ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203