
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს.
პირველი კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ მაია ბურდულთან ერთად, გაკვეთილების მსვლელობისას შექმნეს გვიანი შემოდგომის კოლაჟი.
პატარებმა, მრავალფეროვანი პეიზაჯები დახატეს, გააფერადეს ნახატები, თავად გამოჭრეს ფოთლები და ძაფზე აკინძეს დეკორაციის სახით. აღსანიშნავია, რომ თავიანთი ხელის ანაბეჭდებით ააწყვეს შემოდგომის ხე, რომელზეც ეტაპობრივად შესწავლილ ასო-ბგერებს აწებებენ.
ასევე, პატარებმა წარმოთქვეს ხვავიანი შემოდგომის საქებარი ლექსები. მოუსმინეს სხვადასხვა მუსიკას და მასწავლებლის დახმარებით ნახეს ვიდეორესურსი წელიწადის დროებთან დაკავშირებით.
ბავშვებმა ერთმანეთს ხალისით უწილადეს ხილი თავიანთი ხილის კალათიდან.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: