„ტოლერანტობა, შეტყობინება 21-ე საუკუნეს“ - შემეცნებითი კვირეული თელავის N5 საჯარო სკოლაში
01-12-2023

თელავის N5 საჯარო სკოლაში თემაზე - ტოლერანტობა შემეცნებითი, ინფორმაციული და საინტერესო კვირეული გაიმართა ლოზუნგით -  „ტოლერანტობა, შეტყობინება 21-ე საუკუნეს“.

კვირეული სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა.

მოსწავლეებმა, გააკეთეს პრეზენტაციები, მოაწყვეს ფილმის ჩვენება/განხილვა, კერძოდ, ნახეს ფილმები - „ჰურიე“ და „ნიგერიელი გოგონა თბილისში“.

ბავშვებმა ისაუბრეს ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, უმცირესობაში მყოფი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და არსებულ პრობლემებზე.

ასევე, მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.

მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები და ვოდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203