„მე ტოლერანტი ვარ“ - ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო კლასის საათი  
01-12-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივი დისციპლინების გარდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მიმღებლობას, შემწყნარებლობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-8 კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მე ტოლერანტი ვარ“. აქტივობას კლასის ხელმძღვანელი ნინო ყურაშვილი ხელმძღვანელობდა. 

„მრავალფეროვნების სამყაროში ტოლერანტობა მშვიდობის წინაპირობაა“,- აღნიშნეს  ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და ამ დღეს გამოეხმაურნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასის საათის მიზანი იყო ტოლერანტული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება, საკითხის გააზრება და ამ უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამოყენება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203