დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და სიმშვენიერეს ხოტბა შეასხეს
01-12-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

დარბაზი დახუნძლული იყო შემოდგომის ნობათით და შემოდგომის სილამაზის ამსახველი სურათებითა, გულს ახარებდა ბედნიერი ბავშვების ჟრიამული.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოდგომის ბარაქა და მშვენიერება წარმოადგინეს. ღონისძიებაში - „საოცარი შემოდგომა“ სკოლის ყველა კლასის მოსწავლე იყო ჩართული. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, დადგეს ინსცენირება, იმღერეს და ბევრი იხალისეს.

ბავშვებმა შემოდგომას ხოტბა შეასხეს და პატარა ჩანახატი წაიკითხეს. 

„შემოდგომა სწორედ ის დროა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს და მწვანე ფოთლებს ნელ-ნელა სიყვითლე ეპარება და შემდეგ სიწითლეში გადადის, საოცრებაა შემოდგომის ფერები, თბილი და ნათელი ფერები აი, ის შემოდგომის წვიმა.. სხვანაირად თბილი და სევდიანი თითქოს ბუნება, რაღაცას განიცდის... “.

ბავშვებმა დასძინეს, რომ მათ სოფელში შემოდგომა განსაკუთრებით საოცარია და ამის აღნიშვნა არასდროს მობეზრდებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203