ქვილიშორის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ნათია ფაჩუაშვილმა ქართულ ენაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა
01-12-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, ქართული ენაში, პედაგოგ ნათია ფაჩუაშვილის ჩატარებული შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით გაჯერებული შიდა დაკვირვების გაკვეთილი.

გაკვეთილი, 21 ნოემბერს მე-3 კლასში ჩატარდა და მისი თემა იყო - „ჭკვიანი ძაღლები“.

გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მსჯელობა, ტექსტის გაგება-გააზრება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტორით ნაჩვენები მხატვრული და ანიმაციური ფილმების ნაწყვეტები. ამ აქტივობამ მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი.

გარდა ელექტრონული რესურსისა მოსწავლეებს პედაგოგმა წარუდგინა „სლაიდ-შოუ“ ძაღლის ჯიშებზე.  

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203