
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო კონკურსი - „ვინ უკეთ იცის ბუნების შესახებ“.
კონკურსს ხელმძღვანელობდა პედაგოგი მთვარისა ფუტკარაძე და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი გუნდი: „ლომები“ და “არწივები“.
მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეერკინნენ და ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. საბოლოოდ გამარჯვებულიც გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვება „ლომებმა“ მოიპოვეს.
სკოლაში, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს ულოცავენ და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: