მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე თვალსაჩინოება შექმნეს
01-12-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და რესურსებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მეშვიდე კლასის მოსწავლეთა ბიოლოგიის გაკვეთილი თემაზე - „უჯრედის ორი მთავარი ფორმა. ორგანიზმების სისტემატიკა“, რომელიც შემეცნებით და სახალისო აქტივობებს მოიცავდა. 

მოსწავლეებმა თემის შესწავლის შემდეგ შექმნეს თვალსაჩინოება - ცოცხალი სამყაროს ხუთი სამეფო, ბირთვიანი და უბირთვო უჯრედები.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მარინე ფხაკაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი გაკვეთილებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203