„მათემატიკური სახლის ბინადარი“ - ბენარის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სახალისო და საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
01-12-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგ მედეა ქაფიანიძის ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

დავალების თემა - „მათემატიკური სახლის ბინადარი“ იყო.

მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, დავალებას თავი წარმატებით გაართვეს და საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს. 

სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და მათთვის, საინტერესო, სასიამოვნო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203