
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მათ შორის, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორისა და ქართულ ენასა და ლიტერატურის მასწავლებლის - ფაქიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით საინტერესო ესეები დაწერეს.
მოსწავლეებმა, ნამუშევრები შემდეგი სახელწოდებით - „ვგმობთ ძალადობას“, შექმნეს და სკოლის ფოიეში განთავსებულ სტენდთან წარადგინეს.
ბავშვებმა თავიანთ ნაწერებში, ძალადობის სიმძიმეზე ისაუბრეს, მისი აღმოფხვრის აუცილებლობა განიხილეს და თემის ირგვლივ, თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით გაამყარეს.
აღსანიშნავია, რომ მე-5ა კლასის ხელმძღვანელი ქეთინო ჯიქია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: