მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მევენახეობა-მეღვინეობის საფუძვლები შეისწავლეს 
01-12-2023

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული პროექტი განახორციელეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს, მასწავლებლები - ქეთევან რაზმაძე და ნატა შიოლაშვილი ხელმძღვანელობდნენ. პროექტის მიზანი ვაზის უძველესი ჯიშების შესწავლა და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა იყო.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოსწავლეები მცხეთაში გიორგი ბარისაშვილის ცნობილ მარანს ესტუმრნენ და ინტერესით დაათვალიერეს ქართული, ძველებური მარანი.

მასპინძელმა ძალზე საინტერესო ინფორმაცია გააცნო ბავშვებს ქართული ვაზის ჯიშების შესახებ. ბოლოს კი, მოსწავლეები თავისი ავტორობით გამოცემული წიგნებითაც დაასაჩუქრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მარნის მონახულებამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც შემდგომში დაეხმარა მათ პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებაში: მოსწავლეებმა გააკეთეს მაკეტი მარნის ატრიბუტებით, შექმნეს ღვინის კატალოგი და ბოთლის ეტიკეტი, შეადგინეს ქართული ღვინის რუკა, მოხატეს ფიალები, ბოლოს ყურძენიც დაწურეს და „სადღეგრძელოების“ პრეზენტაციაც გამართეს.

საინტერესოდ დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროექტის განხორციელებაში და საკუთარი ხელით შექმნილი არაერთი ექსპონატი წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203