„ქართული და ევროპული რომანტიზმი“ - ჩაისუბნის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია და ლიტერატურული სალონი
01-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნატალია შოთაძის ხელმძღვანელობით გამართეს პრეზენტაცია - მოაწყეს ლიტერატურული სალონი თემაზე - „ქართული და ევროპული რომანტიზმი“. 

მოსწავლეებმა ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს, ისაუბრეს ქართველ და ევროპელ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შემოქმედებითი მოტივებსა და მსოფლმხედველობაზე, წაიკითხეს წაიკითხეს ლექსები, პირადი წერილები, შეფასებები, გამოსცეს საკლასო გაზეთი.

შემაჯამებლად აქტივობად კი ქვიზები შეასრულეს. კლასის თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ დიდხანს დიდხანს გაჰყვებათ ამ ლამაზი დღის ემოციები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203