„როგორ დავიცვათ ჰაერი?“  - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა მორიგი საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა 
01-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოზე ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „ექვილიბრიუმი“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

კლუბის წევრებმა სამოქმედო გეგმის მიხედვით განახორციელეს მორიგი აქტივობა - „როგორ დავიცვათ ჰაერი?“ 

კლუბის წევრები დაიყვნენ ჯგუფებად, შეიქმნა ოთხი ჯგუფი:

  • „მწვანე ცხოვრება“;
  • „მწვანე ოცნება“;
  • „ინოვატორები“;
  • „საოცნებო მწვანე ქალაქი“. 

თითოეულმა ჯგუფმა შექმნა მაკეტი - „ჩემი ოცნების მწვანე ქალაქი“.

ჯგუფებმა საინტერესოდ წარადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს თუ როგორ დაამზადეს და რა გაითვალისწინეს მაკეტის შექმნისას, ასევე, რატომ სჭირდება ქალაქს მეტი სიმწვანე, იმსჯელეს, მოიყვანეს არგუმენტები, როგორ დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან და რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ეკოკლუბელებმა შეხვედრაზე მიიწვიეს ჟიური, რომელმაც ჯგუფებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის გადასცა „მწვანე არქიტექტორის“ დიპლომები.

კლუბის კურატორი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203