
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს მრავალფეროვნება, მისი კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლებით წარმოადგინეს.
სკოლაში თემაზე - „მე მიყვარს საქართველო“ გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.
მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები თავისი კულტურითა და ტრადიციებით.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სტენდი მოაწყვეს და სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამა თუ იმ კუთხის ხალხის ადათ-წესებზე.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ცოდნა და შესაზლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: