
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი - „ჩვენ, ყველას, თანაბარი უფლებები გვაქვს“ ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს მრავალფეროვან აქტივობებს. 20-24 ნოემბერს ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე - „გენდერული თანასწორობა“. მოეწყო ფილმის ჩვენება და განხილვა.
აღსანიშნავია, რომ ბაღდათის N1 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. პედაგოგები ბავშვებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, როგორც საკუთარი და ისე სხვების უფლებების პატივისცემას და თანასწორუფლებიანობას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: