„ჩვენი კონტინენტები“ - საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუკა დაამზადეს
30-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი გაუმრავალფეროვნონ, ამ მიზნით კი არაერთ საინტერესო თუ სახალისო აქტივობას სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასის მოსწავლეთა გეოგრაფიის გაკვეთილი. გეოგრაფის მასწავლებლის - ანჟელა ნალბანდიანის დახმარებით, მოსწავლეებმა შექმნეს რუკა - „ჩვენი კონტინენტები“.
დაკისრებულ მოვალეობას მოსწავლეებმა სამაგალითოდ გაართვეს თავი და საგნობრივი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს