კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
30-11-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, მამოტივირებელი აქტივობები იმართება, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ოქროსფერი შემოდგომა ზეიმით გააცილეს. ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებული იყო. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოცეკვავეთა დებიუტიც შედგა, მათმა წარმოდგენამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გარემო შესაბამისად, შემოდგომის ნობათით, ფერადი ფოთლებითა და ბუშტებით იყო მორთული. ეს კი მოსწავლეთა საზიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203