ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპორტული მოედნების მოდელები შექმნეს
30-11-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სპორტის მასწავლებლის, ლინდა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „სპორტული მოედნების მოდელები“, იმუშავეს. მათ სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, თამაშის წესებსა და ზოგადად, სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და სპორტული მოედნების მაკეტები დიდი მონდომებით დაამზადეს. მათმა ნამუშევრებმა მასწავლებლის მოწონება დაიმსახურა. თითოეულ მოსწავლეს მადლობის ბარათი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს