ლეღვას N1 სკოლის მოსწავლე ელენე ბაუჟაძემ მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში საპრიზო ადგილი დაიკავა
30-11-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მუსიკალური კონკურს-ფესტივალი - „იმღერე რამე“ ჩატარდა, მასში ლეღვას N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ელენე ბაუჟაძე მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და სკოლა ასახელა.

ელენე ბაუჟაძემ, უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ფინალურ შეხვედრაში, მეორე ადგილი დაიკავა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„სკოლა ელენეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სამომავლოდაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203