მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ოქროსფერი შემოდგომა მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციით გააცილეს
30-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მამოტივირებელი, შემოქმედებითი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ღონისძიება მე-3 კლასის მოსწავლეებმა გამართეს, რომელთაც ოქროსფერი შემოდგომა მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციით გააცილეს. მესამეკლასელები აქტივობაში დამრიგებელ ნანა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ ჩურჩხელები დაამზადეს, წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები, რომლებიც შემოდგომასა და ხილს ეძღვნებოდა. გარდა ამისა, იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ღონისძიების ორგანიზებაში მუსიკის მასწავლებელი ციალა გიორგაძეც მონაწილეობდა. 

მხატვრულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203