„გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალების პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა
30-11-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, რომელსაც პედაგოგი ქეთევან სვანიძე ხელმძღვანელობდა.

დავალების ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა წარედგინათ თავიანთი ხელით დამზადებული ბროშურები, რომლის მიზანი იყო ტურისტების დაინტერესება ამ მხარეში მოგზაურობით.  

მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობები დიდი მონდომებით შეასრულეს. მათ ბროშურებში მიუთითეს გრიგოლ ხანძთელის მოგზაურობის მარშრუტი, დაურთეს ძეგლების ფოტოები, მოიძიეს და გადმოსცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად, როდის და როგორ აშენდა ესა თუ ის ძეგლი.

„მათ შერჩეული ჰქონდათ შესაბამისი ლექსიკა, სტილი და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები“, - გვიყვებიან სკოლაში.

პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნას მეტად წარმოაჩენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203