ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ და ძალადობა არაერთი აქტივობებით დაგმეს
30-11-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

ბოსტანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის - მარიკა დვალის ინიციატივით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში დამზადდა, დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და თემატური კედლის გაზეთი - „შეაჩერე ძალადობა“ შიქმნა. აღნიშნული აქტივობებით ბავშვებმა ძალადობა დაგმეს.

„ასევე, კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეები პედაგოგთან ერთად ინგლისურენოვან ფილმს - „Wonder- საოცრება“ ნახავენ, რომელიც აღნიშნულ თემატიკას შეეხება“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერიოდულად სხვადასხვა სახის აქტივობები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203