
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში შეიქმნა ინგლისური ენის კლუბი სახელწოდებით „English club Speaking hub“, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ მაქაცარია ხელმძღვანელობს.
კლუბი წინასწარ შედგენილი გეგმით მუშაობს, რომლის წევრები სისტემატიურად იკრიბებიან.
კლუბის წევრებთა მორიგი შეხვედრა /Thanksgiving / - „მადლიერების დღის“ აღსანიშნავად გაიმართა.
კლუბის ხელმძღვანელის თხოვნით, მუსიკის მასწავლებელმა - რუსუდან არახამიამ მოსწავლეებს ამ დღისადმი მიძღვნილი ინგლისურენოვანი სიმღერა შეასწავლა, რომელსაც ჟესტების თანხლებით მღერიან.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთი გამოუშვეს.
„ბავშვებმა სიმღერით, სიტყვებითა და ტრაფარეტებით გამოხატეს მადლიერება უფლის, მშობლების, მასწავლებლების, კლასელებისა და მეგობრებისა მიმართ. იმის მიმართ, რაც კი გაგვაჩნია“, - გვიყვებიან სკოლაში.
მადლიერების დღე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უკვე საერო დღესასწაულად ითვლება და კლუბის წევრების სურვილით სკოლაში ყოველ წელიწადს აღინიშნება.
„მადლობა თამარ და რუსუდან მასწავლებლებსა და კლუბის წევრებს ამ ლამაზი ღონისძიებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მადლიერების დღე არის დღესასწაული, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ და ტრადიციულად ზეიმობენ ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს. მას აღნიშნავს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი რელიგიური წარმომავლობისა.