საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-6 კლასში მადლიერების დღეს საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი მიეძღვნა
30-11-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მამოტივიებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-6 კლასში, ინგლისურ ენაში, მადლიერების დღისადმი მიძღვნილი პროექტი ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი ნატო ონიანი უძღვებოდა. პროექტის მთავარი იდეა შემდეგი იყო: „ვსწავლობთ ენას, ვსწავლობთ კულტურას, სადაც ამ ენაზე საუბრობენ“.
მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი მოამზადეს, რომელშიც მადლიერების დღის ისტორია და მასთან დაკავშირებული ტრადიციები დეტალურად აღწერეს. მეექვსეკლასელები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ინგლისური ენის ცოდნის დონე გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს