„ვიცოდეთ ჩვენი უფლება-მოვალეობები“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-3 კლასში პრეზენტაცია გაიმართა
30-11-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეების წარმატებული მომავალი, მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და ცოდნის გაღრმავებაა. 

ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა იმართება. ამჯერად, მე-3 კლასში, საგანში - მე და საზოგადოება, პრეზენტაცია - „ვიცოდეთ ჩვენი უფლება-მოვალეობები“, გაიმართა. 

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, თემატური ნამუშევარი შექმნეს და ინფორმაცია გაცვალეს. აქტივობას პედაგოგი - ლია ფუტკარაძე უძღვებოდა. 

მესამეკლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს, თავიანთი უფლება-მოვალეობები გააცნობიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203