თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ინკლუზიური კლუბისა და თვითმმართველობის წევრებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
30-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ინკლუზიური კლუბის - „ინკლუზიური განათლება, განათლება ყველასთვის“ და თვითმმართველობის წევრებმა საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სსსმ და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავისა, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სტუმრები, რომელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს მოსწავლეებმა.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203