კულიკამის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა ფიზიკის აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
30-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში საგნობრივი კათედრები აქტიურად მუშაობენ, მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მეცხრე კლასში ფიზიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც იყო რეაქტიული მოძრაობა და იმპულსის შენახვის კანონი. მოსწავლეების მაღალი. მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

მათ მონდომებით იმუშავეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და ერთგვარი ექსპერიმენტები ჩაატარეს. გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

„მოსწავლეები მოტივაციით იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203