განძის N2 საჯარო სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება ჩატარდა
30-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აბიტურიენტებისათვის, ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება გაიმართა. მოსწავლეები ტესტირებაში, რომელიც 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მასში არამხოლოდ განძის N2 საჯარო სკოლის, არამედ განძის N1 და ფოკის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აბიტურიენტებმა ცოდნა და შესაძლებლობი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ტესტირება სომხურ ენაზე გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203