„ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში სპექტაკლი დაიდგა
30-11-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები მსახიობებად გარდაისახნენ და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს. 

28 ნოემბერს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში V2 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ირინა სევოსტიანოვას, პედაგოგების - ეკა ბჟინავას და კახი კახიძის დახმარებით, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს საგანმანათლებლო, აკადემიური და საინტერესო მინი სპექტაკლი - „ჩემი სამშობლო საქართველოა“. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა სპექტაკლით საქართველოს ისტორიას და ქართველ გმირებსა თუ მეფეებს ხოტბა შეასხეს. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203