„ოქროსფერი შემოდგომა“ - ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში გამოფენა გაიმართა 
30-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირება დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ნოემბერში, ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

მოსწავლეებმა გამოფენისთვის წარმოადგინეს გრაფიკაში და ფერწერაში შესრულებული საინტერესო ნამუშევრები, აგრეთვე დაგეგმეს კედლის მოხატვა შემოდგომის ხის ამსახველი პეიზაჟით. 

ინიციატივაში ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო. ნამუშევარზე პერიოდულად ყველა მოსწავლე მუშაობდა, საბოლოოდ კი კედელი არაჩვეულებრივად მოიხატა. დღეს კი საკლასო ოთახს ალამაზებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203