ბეჟანოს საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
30-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა. 

პოეზიის საღამო ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი მე-4, მე-5, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს. მათ მოტივაცია და აქტიურობა სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ. 

„ბავშვებმა ​ხალისითა და დიდი მონდომებით წაიკითხეს ლექსები. გავიხსენეთ ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“, - გვიყვებიან სკოლაში. 

გარდა ლიტერატურული ნაწილისა, ღონისძიება მოიცავდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებს. 

მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები - „სამაია“ და „აჭარული“, ასევე იმღერეს ქართული სიმღერები. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203