სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ვაჟა-ფშაველას კვირეული გაიმართა
30-11-2023

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას საინტერესო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით სწავლობენ.  

სკოლის მე-3 კლასში ვაჟა-ფშაველას კვირეული გაიმართა. ბავშვები ბუნების ფშაველი მგოსნის ნაწარმოებს გაეცნენ. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ბოლოს ცოდნას თავი მოუყარეს და პრეზენტაცია გამართეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებისთვის კვირეული მეტად საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ვაჟას შემოქმედება მეტად დააფასეს, ახალი ცოდნა შეიძინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ნაყოფიერი კვირა გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203