ტრადიციადქცეული „შემოდგომის ზეიმი“ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში 
30-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში ​ტრადიციადქცეული „შემოდგომის ზეიმი“ მოეწყო.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს უხვი და ბარაქიანი შემოდგომის იმპროვიზებული სურათები - ყურძნის წურვა, თონის პურის ცხობა, ჩურჩხელები, ჩირი, ხილთა ქება, ქართული სადღეგრძელოები, იცეკვეს, იმღერეს, ხვავრიელი და ჯანმრთელი შემოდგომა უსურვეს კაცობრიობას.

ბავშვებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203