„ჩემი საქართველო აქ არის“ - ხიდრის საჯარო სკოლაში საინფორმაციო კვირეული ჩატარდა 
30-11-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

სკოლაში მიმდინარე პროექტის - „კულტურული მრავალფეროვნება“ ფარგლებში, სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო კვირეული - „ჩემი საქართველო აქ არის“.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და მათთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. საბოლოო აკორდი კი იყო მოძიებულ- დახარისხებული ინფორმაციის პრეზენტაციის სახით წარმოდგენა იყო.

აქტივობაში V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კუთხისთვის დამახასიათებელი ადათ-წესები, კულტურული თავისებურებები და გასტრონომია (სამზარეულო).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და საპრეზენტაციო უნარები. ამაღლდა მათი ცნობიერება, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიულ, ასევე მოქალაქეობრივ და ლიტერატურულ ჭრილში. ერთსულოვნება იყო სკოლის მასშტაბით.

„მადლობა სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას - მის ხელმძღვანელს ხათუნა ბერაძეს, კლასის დამრიგებლებს, ყველა მასწავლებელს, მშობლებს და საუკეთესო შემსრულებლებს - მოსწავლეებს;

 ხიდრის საჯარო სკოლის საზოგადოება მუდამ ერთად დგას და უამრავ საუკეთესო აქტივობას განახორციელებს სკოლის, ჩვენი საუკეთესო მოსწავლეების კეთილდღეობისათვის - „ძალა ერთობაშია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203