ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
29-11-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩაატარეს. 

აღნიშნულ თემაზე, მოსწავლეებმა ვიდეორგოლი მოამზადეს. აქტივობა მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ასევე მე-12 კლასის მოსწავლე ქრისტინა ბენიძემ შექმნა საინტერესო ნახატი -„არა ფემიციდს“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი კედელის პანო შექმნეს ყოფილმა მოსწავლეებმა - ნიკა გამყრელიძემ, მარიამ კუჭავამ, თინათინ შერაზადაშვილმა, მარიკა კვირიკაშვილმა, მარიამ  კირთაძემ, ქრისტინა ფორჩხიძემ,  მონიკა მანაგაძემ, მარია ბერემ და ვანიკო მეფარიძემ. 

ამ დღეს მიეძღვნა მე-7 კლასში, მოქალაქეობის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა დახატეს ძალადობის საწინააღმდეგო პოსტერები, ასევე ლიზი ბენდელიანი კლასის წინაშე წარსდგა პრეზენტაციით, რომელშიც სრულად გააშუქა მსოფლიოში და საქართველოში არსებული პრობლემა.

ასევე გაიმართა დისკუსია და გაკვეთილის ბოლოს  ყველამ ერთხმად დაგმო ძალადობა

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი მარინა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203