აწყვიტის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალურ შეჯიბრზე 1-ელი ადგილი დაიკავა
29-11-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023-2024-ში“ მონაწილეობდნენ.

მუნიციპალურ შეჯიბრზე, რომელიც მაგიდის ჩოგბურთში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა, სკოლის ვაჟთა გუნდმა 1-ელი ადგილი დაიკავა.

აღნიშნული ოლიმპიადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203