„ჩემი სოფლის ღირსშესანიშნაობები და ტრადიციები“ - ვანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
29-11-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავალი“ აქტიურად მუშაობს. მისი წევრები, სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობას დიდი მონდომებით ატარებენ.

ამჯერად, მათ პროექტი „ჩემი სოფლის ღირშესანიშნაობები და ტრადიციები“ განახორციელეს.

როგორც გვიყვებიან, პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სოფელში არსებულ ღირსშესანიშნაობებზე, შეიყვარონ და პატივი სცენ ტრადიციებს.

ბავშვებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლის შესახებაც ბოლოს პრეზენტაცია გამართეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.

აქტივობამ მათი საჭირო ცოდნა და გამოცდილება შესძინა, რაც მომავალში გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203