მულახის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა მოთხრობა „ჭკვიანი ბასარას“ მიხედვით, დიორამები შექმნეს
29-11-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი აქტიური მონაწილეობით სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ტარდება.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მოთხრობის - „ჭკვიანი ბასარას“ მიხედვით, ლამაზი დიორამები შექმნეს, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბავშვებმა ნაწარმოების პერსონაჟები „გააცოცხლეს“ და თავიანთი შთამბეჭდავი ნამუშევრებით სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესს ამრავალფეროვნებს და მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მეტად უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203