აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
29-11-2023

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიო კამპანიაში შემეცნებითი აქტივობებით ჩაერთო. 

კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში გამართულ შემეცნებით ღონისძიებაზე კი მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური ️პრეზენტაცია და შექმნეს საინტერესო პოსტერები. 

ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი - ეკა დემურია გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203