თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები, მეშვიდე რეგიონულ კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენციის თემა - „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გახლდათ. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია აჭარის განათლების ფონდში/მასწავლებელთა სახლში გაიმართა. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია დაემთხვა აჭარის მასწავლებელთა სახლის დაარსებიდან 10 წლისთავს.

კონფერენციაზე, თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა წარადგინეს თემები:

  • ნარგიზ გაბრუშიძე, თემა - „კომპლექსური დავალება - საქართველოს კუთხეები“;
  • ნონა ფუტკარაძე, თემა - „პროექტი - ჩვენი მეგობარი წიგნები“;
  • ნაზიკო აკვაზბა, თემა - „პროექტი-გარემოს დაბინძურება“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203