წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდნენ
29-11-2023

„ჩვენი სკოლა ეტალონია შემოქმედებითი, შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებით“ - გვეუბნებიან წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევით ამაყობენ. 

სკოლის წარმატების დასტურია აქტიური მასწავლებლები და მათი წარმატებული საქმიანობა. 

სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებმა: ციცი ჭანტურიამ და ნინო კალანდიამ არაერთხელ წარმოაჩინეს სკოლის მიღწევები, ამჯერად, კი eTwinning-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

eTwinning-ის პროგრამისგან, წარმატებული თანამშრომლობისთვის, უკვე მეორედ, პერსონალურად მიიღო საპატიო ჯილდო პედაგოგმა ციცი ჭანტურიამ, ხოლო სკოლა წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა. 

„ეს არის სივრცე, რომელიც მუდმივად მიძლიერებს და მინარჩუნებს მოტივაციას, აფასებს შრომას, მზრდის და მავითარებს პროფესიულად! “, - აღნიშნა პედაგოგმა და მადლობა გადაუხადა პროგრამის მენეჯერს - ხათუნა მატკავასა და მის გუნდს.

პედაგოგმა, ასევე მადლობით მიმართა მოსწავლეებს, ის აფასებს ბავშვების თავდაუზოგავ შრომასა და მოტივაციას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203