ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ 
30-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა კულტურითა და ხელოვნებით ტკბობას ასწავლიან. 

ახლახან, ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნანა მალაყმაძის ხელმძღვანელობით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდნენ.

ვიზიტი კლასს საათის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის თემა იყო ერთი დღე თოჯინების თეატრში. მიზანი კი მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება.

მოსწავლეები სპექტაკლით მოიხიბლნენ და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203