„მოგზაურობა წელიწადის თვეებში“ - საინტერესო პროექტი ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში
29-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში, საინტერესო პროექტი - „მოგზაურობა წელიწადის თვეებში“, ხორციელდება. 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა „იმოგზაურეს“ გიორგობისთვეში (ნოემბერი).

ბავშვებმა, თანატოლებს, მასწავლებლებს, უფროსკლასელებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გააცნეს ხალხური ლეგენდები დიდმოწამე გიორგიზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს წმინდა გიორგიზე, როგორც  ძლევამოსილ, ზეციურ მხედარზე, ასევე როგორც მხედართა, მიწათმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველზე.

აღსანიშნავია, რომ საინტერესო შეხვედრის დასასრულს, მოსწვალეებმა შთაბეჭდილებები ხეზე დატოვეს. 

პროექტის ხელმძღვანელი, მასწავლებელი სალომე კახიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203