ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ევროპის თასის პრიზიორი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი - გაიცანით, მუხრანის N1 სკოლის მოსწავლე სანდრო შარიფაშვილი
29-11-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მეთერთმეტეკლასელი სანდრო შარიფაშვილი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სანდრო სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესებულ მოსწავლეთა შორის, განსაკუთრებულ წარმატებას დაუღალავი შრომით, საკუთარი არჩევანის მიმართ ერთგულებითა და სიყვარულით აღწევს. 

აღსანიშნავია, რომ სანდრო ჭიდაობით ბავშვობიდანვე დაინტერესდა და სოფელში დამკვიდრებულ ტრადიციულ შეჯიბრებებზე მრავალჯერ ასახელა საკუთარი გუნდი და პედაგოგები.

ოქტომბერში, სანდრო შარიფაშვილმა საქართველოს ჩემპიონობით, ხოლო ნოემბრის დასაწყისში უნგრეთში, ქალაქ გიორში გამართულ ძიუდოს კადეტთა ევროპის თასის პრიზიორობით და ბრინჯაოს მედლის მოპოვებით ისახელა თავი და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა.

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

„სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ მას და დაგეგმილ ასპარეზობებზე წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203