
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო დღეები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, იმართება არაერთი ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მე-5ზ კლასში ჩატარდა ღონისძიება - „მოვიარე საქართველო“, რომელიც საინტერესო პროგრამას მოიცავდა.
ბავშვებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და ადათ-წესებზე ისაუბრეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: