
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, აქტიურად მიმდინარეობს პროექტი - „კულტურული მრავალფეროვნება“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით არიან ჩართულნი.
ამჯერად, პროექტის ფარგლებში, მე-4გ კლასმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყო.
მოსწავლეებმა, სტუმრები ულამაზეს აჭარაში „ამოგზაურეს“ და გააცნეს რეგიონისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული თუ კულინარიული მრავალფეროვნება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი თეა მათიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: