მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მურადასილოვა ისტორიის კონკურსის გამარჯვებულია
29-11-2023

მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებით პროექტში და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, მარიამ მურადასილოვა ჩაერთო ისტორიის კონკურსში, სახელწოდებით - „დიდგორელი“, სადაც შემოდგომის სეზონის გამარჯვებული გახდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მარიამს 6-თვიანი სტიპენდია გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ „დიდგორელის” ისტორიის კონკურსი 2019 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დაიწყო და ამ დრომდე 10-მდე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.

სკოლა ამაყობს მარიამის მიღწევით და მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203